საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის” ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი რეკორდი დაამყარა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა.
22 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მესამედ დასახელდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯილდო ფეხბურთელებს გადაეცემათ, ერთ სეზონში ორჯერ პრიზი არავის მოუგია, 2-ზე მეტი აღიარება კი აქამდე არავის დაუმსახურებია, შესაბამისად 3 გამარჯვებით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ისტორიაში ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.
კვარაცხელიამ პრიზისთვის ბრძოლაში კიმ მინჯაე, არმანდ ლორიენტე, ადრიენ რაბიო და დესტინი უდოგიე დაამარცხა.