ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, ვალტერ ნოველინომ, რომელიც ადრე „ნაპოლსაც“ წრთვნიდა, განაცხადა, რომ მასზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„სპალეტის „ნაპოლის“ საიდუმლო ხარისხშია. კიდევ ერთი ძლიერი მხარე ახალწვეულები არიან. ჯუნტოლიმ რამდენიმე იდეალური მოთამაშე აიყვანა. კიმმა და კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ლობოტკასაც უნიკალური თვისებები აქვს. ლოზანოც შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესია. სპალეტი აცდიდა მერეტის და შესანიშნავი მეკარე მივიღეთ.
მთავარი მაინც ისაა, რომ ეს ნამდვილი გუნდია. ნეაპოლელტა კონკურენტი „მილანი“ კი იგივე დონეზე აღარ დარჩა. მწვრთნელის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. სპალეტი ტაქტიკურ პერსონალიზაციას და მოთამაშის ჩართულობას ეყრდნობა. მენეჯერებიც კარგად მუშაობენ. „ნაპოლიმ“ ცნობილი სახელები გაუშვა და რგოლებში ბალანსი აღადგინა“, აცხადებს ნოველინო.