„კვარტალში 13%-იანმა ვარდნებმა, მთელ ეკონომიკას ისეთი დაღი დაასვა, რომ ბიზნესი ფეხზე ვეღარ დადგა“

„კვარტალში 13%-იანმა ვარდნებმა, მთელ ეკონომიკას ისეთი დაღი დაასვა, რომ ბიზნესი ფეხზე ვეღარ დადგა“

access_time2021-04-18 10:00:52

კვარტალში 13%-იანმა ვარდნებმა, მთელ ეკონომიკას ისეთი დაღი დაასვა, რომ ბიზნესი ფეხზე ვეღარ დადგა“, -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ ეკონომიკის ექსპერტმა თემურ ხომერიკმა განაცხადა.


მისივე თქმით 2020 წელს განმეორებითი ლოქდაუნი მილიარდი დოლარი დაჯდა, გარდა ამისა ტურიზმის სექტორით შემოსული თანხა ეკონომიკამ მთლიანად დაკარგა.


ახლა რომ 2 მაისიდან 12 მაისამდე უქმეები გამოგვიცხადეს, ეს ხომ ლოქდაუნის შესავალია. თუ დადებითობის მაჩვენებელი მართლაც 4%- გადააჭარბებს, რა თქმა უნდა ვირუსის შეკავების ღონისძიება დღის წესრიგში დადგება და ეს ტურისტული სეზონის წინ ძალიან დიდი დარტყმა იქნება.


ყველაზე ცუდია, რომ ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან გამოსულ ადამიანებს დანაზოგი არ აქვს და ისინი ბანკის კრედიტზე და ინვესტორებზე არიან დამოკიდებულიამ თვეში გაიზარდა გადმორიცხვები, ეს არის ფაქტობრივად ის დახმარება, რომელიც მოსახლეობას თავისი ახლობლებისგან აქვს. 188 მილიონი, ძალიან  დიდი თანხაა, წარმოიდგინეთ დაახლოებით ამ რაოდენობის ვალუტა საქართველოდან ჩირის ბაზარზე შემოტანისთვის გადის.


ამ დროს კი ჩვენ ეროვნული ბანკი დედოლარიზაციას გვიკიჟინებს, რომელი ნორმალური ადამიანი შეინახავს დღეს ლარში ფულს, თუ მას რაიმე დანაზოგი გააჩნია“, -  აღნიშნა თემურ ხომერიკმა.


ხომერიკმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური სუბიექტების ქცევას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის მოლოდინები რაც მათ უჩნდებათ, მისივე თქმით ის სასტარტო პირობები, რომლითაც საქართველო პირველ ლოქდაუნს შეხვდა, კარგი იყო, თუმცა შემდეგ მოიკლო.


იანვარში ზრდა დაფიქსირდა, თებერვალში მოიკლო მაგრამ მაჩვენებელი მაინც დადებითი იყო და უცებ მარტში მთელ სამყაროს ჭირი დაატყდა. პირველ რიგში იყო შეუცნობადობა, შემდეგ იყო იმედი, რომ უცებ დამთავრდებოდა, შემდეგ გაჩნდა ვარიაციები, რომ ყოველდღიურობა არ შეიცვლება და უბრალოდ ხარჯები დაემატება.



აღმოჩნდა, რომ 21 მარტს გაჟღერებულმა ლოქდაუნმა ეს მოლოდინები გააქარწყლა და ეს იყო ეკონომიკისთვის მიუღებელი, რადგან ამისთვის მზად არ ვიყავით და სრული გაჩერების მდგომარეობაში აღმოვჩნდით.


ჩვენი იმპორტდამოკიდებული ეკონომიკა დოლარის მიმართ ლარის კურსის  ცვლილებას მყისიერად აღიქვამს, ამ პირობებში ჩვენ აპრილში გვქონდა სრული ვარდნა, ყველაფერი გაჩერებული იყოხალხი სახლიდან არ გამოდიოდა, არც  დისტანციური მუშაობა იყო გამართული, სანამ ამ რეჟიმზე ყველანაირად გადავეწყვეთ ეკონომიკამ ძალიან დიდი დარტყმა განიცადა“, -  აღნიშნა თემურ ხომერიკმა.


თემურ ხომერიკის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 ბიუჯეტი და ნასესხები ფულის ხარჯვა ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს, რადგან ამ საკითხის გარშემო ძალიან ბევრი კითხვაა.


მესმის რომ ჩვენ თანხების მობილიზაცია გავაკეთეთ, ვისესხეთ ფული, ხომ ყველამ ვიცოდით, რომ 2021 წლის გაზაფხულზე 500 მილიონი იყო გასასტუმრებელი, განვსაზღვრეთ, რომ ყველა ვალდებულება 3,3 კურსით უნდა გადაგვეხადა. ამ დროს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ძალიან დააყოვნა. როდესაც შენ ბიუჯეტიდან გადასახადებს დააგვიანებ, ის ეკონომიკური სუბიექტები, რომლებმაც გასულ წელს გადავადება-გადავადებით 2021 წელს მოვიდნენ, ისინი მოკვდებიან, რადგან თუ შენ მიმდინარე ხარჯებისთვის თანხა აღარ აქვთ, შესაბამისად უმუშევრობაც გაიზრდება.


მაგალითად თქვენ გაქვთ კლინიკა და გააკეთეთ ცხელების ცენტრი, იქ რომ თქვენ თანხა დაგიგვიანონ შემდეგ ნაკადს ხომ ვერ მოემსახურებით, შემდეგ ლოქდაუნი დაიწყო, გავიდა ერთი თვე მე სახსრებიც არ მაქვს, ვალდებული ვარ ვისესხო ბანკისგან, ბანკებმა პროდუქტი გააძვირესსახელმწიფოს ყველა პროგრამა იყო შეუჯერებელი, როდესაც მეგობრის სასტუმროს უხდი იგივეს რასაც საავადმყოფოს იმისათვის რომ ვითომ სექტორია გადასარჩენი. ეს იყო ნეკროზული ღონისძიება ანუ არარსებულ სტრუქტურას უხდი ფულს, რადგან იცი რომ ის ერთი-ორი წელი ფეხზე ვერ დადგება“, -  აღნიშნა თემურ ხომერიკმა.


ხომერიკის თქმით, მესამე ლოქდაუნისთვის მზაობაა საჭირო, მოუწესრიგებლობა და განუსაზღვრელობა ქვეყანაში დიდ დანაკარგებს იწვევს და ასეთ პირობებში ინვესტიციებს საქართველოში არავინ გააკეთებს.


ასეთ პირობებში ინვესტიციებს ვინ ჩაგიდებს? ინვესტიციების და ეკონომიკის ამოქმედების გარეშე, შეუძლებელია, რომ ლარის  კურსი  ჩვენ  ინექციებით  ვმართოთ, შემოვიტანოთ და მერე ისევ გარეთ გავიტანოთ ის ნასესხები ვალუტა იმის გამო, რომ  სხვის პროდუქციას ვასაღებთ.


ახლა მოდის სასოფლო - სამეურნეო სამუშაოები და კეთილი ვინებოთ და ისეთი გეგმა დავდოთ, რომ მაინცდამაინც ლოქდაუნს ნუ დავამთხვევთ ამ ადამიანებს და ყანაში სამუშაოდ გლეხს პირბადეს ნუ მოვთხოვთ.


პირველი პოზიტივი რაც  არის, საერთაშორისო ექსპერტებიც ამბობენ, რომ წინა გაზაფხულივით ხანგრძილივი ლოქდაუნის საჭიროება აღარ იქნება, იმიტომ რომ  ბევრ ქვეყანაში  ვაქცინაცია წარმატებით  ჩატარდა, მართალია ახალი შტამი შემოვიდა, მაგრამ ისეთი ძლიერი არ არის და სამედიცინო პერსონალიც უფრო მომზადებული შეხვდა მას“, -  აღნიშნა თემურ ხომერიკმა.


ხომერიკის  თქმით ლოქდაუნებიდან გამომდინარე ქვეყანაში ბევრი რამეა გასაკეთებელი რასაც  სახელმწიფო  ერთად ვერ გაწვდება, ამიტომაც  პრიორიტებების განსაზღვრაა საჭირო.


მე ძალიან მოხარული ვარ, როცა ჩვენმა პრემიერმა გამოაცხადა, რომ ათ წლიან გეგმაზე იმუშავებს, მაგრამ ათ წლამდე უნდა მივაღწიოთ, ამიტომ იქნებ ადექვატურ სამოქმედო გეგმაზე გვემუშავაჩემი აზრით მთავარი პრობლემაა კვება და ჯანდაცვის სისტემა. მაგალითად შარშან გეგმიური ოპერაციები გადადეს, თუ ვიღაც დაიღუპა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ეს ადამიანი კოვიდის გართულებით დაიღუპა თუ იმით რაც აწუხებდა  წლების განმავლობაში. მაგრამ თუ იქ  ყავს მას 200 კოვიდ ავადმყოფი და არ აქვს  ამდენი ბოქსი, რა თქმა უნდა ეპიდემიას ვერ გადადებს, ამიტომ ჯანდაცვის  სექტორს დახმარება სჭირდება, ეკონომიკურ სექტორს დახმარება სჭირდება და მოსახლეობას ინდივიდუალური დახმარება სჭირდება, რადგან მათთან ვერ მიდის ეს ყველაფერი“, - აღნიშნა თემურ ხომერიკმა.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up