კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს - „ოპტიმისტური პროგნოზი არ გვაქვს“

კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს - „ოპტიმისტური პროგნოზი არ გვაქვს“

access_time2022-01-27 16:40:00

კვერცხი და ფრინველის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. როგორ„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, ბოლო 3 თვის განმავლობაში პროდუქციის თვითღირებულებამ უკვე 7%-ით მოიმატა, თუმცა არ გაძვირებულა საბოლოო პროდუქტი. ამიტომ, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ამჯერად მცირედი ცვალებადობაც კი, ფასზე ასახვას გამოიწვევს.


„გასული წლის ბოლოს, დეკემბერში გაზი გაგვიძვირდა და ამან, ჩვენს თვითღირებულებაშიც გამოიწვია ცვლილებები და გარდა ამისა, ბევრი პარალელური პროდუქტი - შესაფუთი მასალა და ა.შ გაგვიძვირდა. რეალურად გაზის გაძვირება ორმაგად დაგვაწვა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ქართული წარმოებისთვის არსებული ელექტროენერგიის სუბსიდიაც შეწყდა.


თუ ამ ნიშნულზე შენარჩუნდა ფასები ისევ მძიმე სიტუაცია რჩება, მაგრამ ოდნავ თუ ზემოთ წავიდა თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტების ფასები, ოპტიმისტური პროგნოზი არ გვაქვს. მხოლოდ ბოლო 2-3 თვეში 7%-მდე გაიზარდა ფასები. მთელი წლის განმავლობაში კი საკვების ფასმა 100%-ით მოიმატა, 60-65 თეთრი რომ ღირდა ხორბალი, დღეს 1.20-ზე ნაკლებად აღარსადაა“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.



მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე წარმოება დიდწილად არ შემცირებულა, თუმცა მოხდა პროდუქტის იმპორტით ჩანაცვლება.


,,დიდი ხანია ვამბობთ, რომ ქართულო ბაზარი დაუცველია. მოგეხსენებათ, რაც ხდება თურქულ ლირასთან მიმართებით და თურქული ვალუტის დევალვაციამ კიდევ მეტად გაამწვავა აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ისედაც აქვს, ჩვენს პირდაპირ მეზობელს, რომლის სოფლის მეურნეობაც მაღალ დონეზეა. როცა ლირას საფრთხე დაემუქრა და ფასები პრაქტიკულად განახევრდა, მაშინვე გაზარდეს ექსპორტი. ჩვენ კი ვართ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ცხოველურ პროდუქტს უცხოეთიდან ლიმიტის გარეშე იღებს. შესაბამისად, მომენტალურად გაიზარდა მათი წილი ბაზარზე, თორემ ჩვენ წარმოება ამ მასშტაბით ნამდვილად არ შეგვიმცირებია, რომ მომხდარიყო ჩანაცვლება“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.


BPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up