2023 წლის იანვარში კვერცხის ფასი ევროკავშირში საშუალოდ 30%-ით გაიზარდა 2022 წლის იანვართან შედარებით. მაშინ როცა, 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით კვერცხის ფასი მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის იანვარში 2020 წლის იანვართან შედარებით 1%-ით. ინფორმაციას ევროსტატი ავრცელებს.
2023 წლის იანვარში კვერცხის წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა:
ჩეხეთში +85% 2022 წლის იანვართან შედარებით;
უნგრეთში - +80%;
სლოვაკეთში - +79%.
ყველაზე დაბალი ზრდა იყო:
გერმანიასა და ლუქსემბურგში.ორივე ქვეყანაში კვერცხის ფასი 18%-ით გაძვირდა, ხოლო ავსტრიაში 19%-ით.