კვლავ ვფიქრობთ, რომ დოლარის მიწოდება ჭარბი იქნება - თიბისი კაპიტალი

კვლავ ვფიქრობთ, რომ დოლარის მიწოდება ჭარბი იქნება - თიბისი კაპიტალი

access_time2022-10-17 15:00:59

სექტემბრის ექსპორტი ძლიერი იყო, თუმცა, იმპორტი უფრო ზომიერი, რაც შიდა მოთხოვნის დანორმალიზების არგუმენტია, აღნიშნულის თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 


როგორც თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი მიიჩნევს,  გუგლის მობილურობისა და სექტორული ბრუნვების ინდიკატორები კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვნეებლები მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.



„საერთაშორისო განვითარებების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის შედეგად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის აწევის მოლოდინები კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც დოლარის ადგილობრივ და საერთაშორისო ფასს შორის ისტორიულად მაღალი დიფერენციალის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ჩვენი საწყისი შეფასება საქართველოში დეპოზიტების ბაზარზე მხოლოდ მცირე გადმოცემას ითვალისწინებდა. შემდგომ, საბანკო სექტორში დაგროვებული ჭარბი უცხოური ვალუტის გათვალისწინებით, მოლოდინები უფრო დეპოზიტების განაკვეთების დამატებით შემცირებისკენ იყო. სადღეისოდ, როგორც ჩანს, საბაზო სცენარი საქართველოში დოლარის დეპოზიტების განაკვეთების დიდწილად უცვლელად შენარჩუნებაა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ არაერთგვაროვან სურათს იძლევა.


სავალუტო ბაზარზე ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ზეწოლა ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისია. კვლავ ვფიქრობთ, რომ დოლარის მიწოდება ჭარბი იქნება, თუმცა, ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მომდევნო თვეებში ეს უფრო სებ-ის სავალუტო რეზერვების ზრდაში აისახება, ვიდრე დოლართან ლარის მკვეთრ გამყარებაში“,  განმარტავენ თიბისი კაპიტალში. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up