კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტით დაინფიცირების პრევენციის კუთხით საკმარისი არ არის. აღნიშნულს ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს.
დიდ ბრიტანეთში „ომიკრონისა“ და „დელტა“ ვარიანტების შემთხვევების ადრეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინები ნაკლებად ეფექტურია ახალი ვარიანტის შესაჩერებლად.
თუმცა, მესამე დოზამ „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ დაცვა მნიშვნელოვნად გაზარდა - დაახლოებით 75%-მდე.
მეცნიერებმა „ომიკრონი“ ვარიანტის 581 შემთხვევა და „დელტა“ ვარიანტის ათასობით შემთხვევა გააანალიზეს, რათა დაედგინათ, რამდენად ეფექტურია ვაქცინები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.
კვლევამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობის მკვეთრი ვარდნა და Pfizer-ის ვაქცინის ორდოზიანი კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა დააფიქსირა. თუმცა, მესამე დოზამ დაცვა 70-დან 75%-მდე გაზარდა.
8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.
imedinews.ge