კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკიც

კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკიც

access_time2022-09-17 23:30:30

კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკიც. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოწყვლადები არიან კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობებისკენ ეს პანდემია აღმოჩნდა ერთგვარი წამახალისებელი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული პრობლემების განვითარება, წინ წამოწევა, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, - ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.


როგორც დალინკევიჩმა აღნიშნა, პანდემიის შემდგომ სპეციალისტისთვის მიმართვიანობა თითქმის სამჯერ არის გაზრდილი.


„პანდემიამ მოზარდებში გამოიწვია ერთგვარი ასოციალურობა, აუტიზაცია, არა მარტო მოზარდები, ადამიანები შეეგუენ იმას, რაც პანდემიამ შემოგვთავაზა. ეს არის ჩაკეტილობა, სახლიდან მუშაობა, სახლიდან სწავლა, სახლიდან ურთიერთობა მეგობრებთან... რა თქმა უნდა, გაიზარდა ეკრანთან ყოფნის დრო. ზოგადად, პანდემიამ არა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებში, ზრდასრულებშიც გამოიწვია რეალური სირთულეები, რთული გახდა ბევრი საკითხის ერთად მენეჯმენტი და მათი მართვა. მაგალითად, სახლიდან მუშაობა და პარალელურ რეჟიმში ბავშვისთვის გარკვეული საჭიროებების დაკმაყოფილება, ან ბავშვის და მშობლის დროის ერთად პოზიტიურად გატარება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა კვლევები, რომელიც გამოკვეთდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს პანდემიის შემდეგ რამდენად გაიზარდა აგრესია. თუმცა, ერთი ფაქტორი არის ის, რომ გაჯეტებთან, ეკრანთან მიჯაჭვულობამ მშობლებისთვის გაართულა იმის კონტროლი, რას უყურებენ ბავშვები ან მოზარდები. შეიძლება მოზარდი ეკრანთან 8-10 საათს ატარებდეს, არის შემთხვევები რომ 12 საათსაც, ამ შემთხვევაში აღარ ვიცით რას უყურებს ის და როგორ ინფორმაციას იღებს. შეიძლება ეს იყოს აგრესიის შემცველი გარკვეული ინფორმაცია, თამაშები, ფილმები, ვიდეოები... გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალური ქსელები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი შინაარსის ვიდეოების ატვირთვა, რაც შესაძლებელია, რომ ბავშვისთვის მოტივაციის მიმცემი გახდეს. ბევრი ბავშვი და მოზარდი არის შთაგონებული ამგვარი პოპულარული ადამიანების საუბრით.



სამწუხაროდ, ჩვენთან კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა ამერიკულ და ევროპულ კვლევებზე დაყრდნობით, პანდემიის შემდგომ ძალიან გაზრდილია ფსიქიატრიული მდგომარეობები. უცხოური კვლევებით დადგინდა, რომ პანდემიის შემდგომ მომატებულია დეპრესია, შფოთვა, მარტოსულობის განცდა, შეიძლება იყოს სუიციდის რისკი. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარკვეულწილად არიან მოწყვლადი კონკრეტული ფსიქიკური მდგომარეობებისკენ პანდემია აღმოჩნდა ერთგვარი წამახალისებელი, რომელმაც გამოიწვია გარკვეული პრობლემების განვითარება, წინ წამოწევა, რასაც აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ბავშვის მდგომარეობა როგორც ფსიქიკური, ასევე ქცევით, შეიცვალა, მშობელმა უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. მაგალითად, თუ ბავშვი ხალისიანი იყო, ახლა ჩაკეტილი და აგრესიული გახდა, ასევე თუ აქამდე აქტივობებში იყო ჩართული, ახლა კი ოთახიდან არ გამოდის, უარს ამბობს გარე აქტივობებზე, ეს არის სიგნალი. თუ ეს გრძელდება ძალიან დიდხანს და არის მკვეთრად გამოხატული, თუკი ის მოზარდს ფუნქციონირებაში ხელს უშლის, სპეციალისტის ჩარევაა აუცილებელი. ამ ყველაფერს მშობელი უნდა აკვირდებოდეს. ეს სირთულეები ნამდვილად გამოიკვეთა და მომართვიანობა საგრძნობლადაა გაზრდილი. რა მომართვიანობაც სამი წლის წინ იყო, დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სამმაგად მეტია თუ კიდევ უფრო მეტი არა. არის შემთხვევები, როდესაც 2-3 კვირის განმავლობაში უწევთ ლოდინი, რომ ჩვენამდე მოვიდნენ და ჩაეწერონ. კარგი იქნება ამ ყველაფერში გვეხმარებოდეს სკოლა. პედაგოგები, სკოლის ფსიქოლოგი უნდა იყოს აქტიური დამკვირვებლები მოზარდებზე და ისინი უნდა ამჩნევდნენ გარკვეულ ცვლილებებს და ძახილის ნიშნებს. თუ ბავშვი აქამდე იყო ძალიან მხიარული, სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი არ არის აქტიური, ძირითადად უკანა რიგებში ზის, არ მონაწილეობს აქტივობებში დასვენებისას, მასწავლებელი უნდა დაელაპარაკოს მშობელს, აუხსნას მისი დაკვირვების შედეგი და საჭიროების შემთხვევაში ურჩიოს, რომ მიმართოს სპეციალისტს“ , - განაცხადა ქეთი დალინკევიჩმა.



წყალი: interpressnews.ge/







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up