კვლევის მიხედვით, საქართველოში, ბოლო 4 წელიწადში, მწეველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა

კვლევის მიხედვით, საქართველოში, ბოლო 4 წელიწადში, მწეველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა

access_time2022-10-25 14:20:00

ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.


მისივე ინფორმაციით, კვლევების მიხედვით, დღეს თამბაქოს მოსახლეობის 27 % მოიხმარს, მათი მიზანი კი, 2040 წლისთვის, ამ მაჩვენებლის 5 %-მდე შემცირებაა.


„ბოლო 4 წელია, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. ეს არის თამბაქოს კონტროლის რეფორმების კომპლექსური განხორციელების შედეგი. სოციალური თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვამ, გადასახადების და ფასების ზრდამ, მარკეტინგის ყველა ფორმის, პოპულარიზაციის, რეკლამების აკრძალვამ მოგვცა შედეგი, რომელსაც ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ველოდით.


ჩვენი საბოლოო მიზანია, 2040 წლისთვის საქართველო თამბაქოსგან აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა გახდეს, ანუ მოსახლეობაში თამბაქოს პროდუქტის მოხმარება 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. დღეს თამბაქოს 27% მოიხმარს. ჩვენი მიზანია 2040 წლისთვის, თამბაქოს ნაწარმთან ასოცირებული ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტი აბსოლუტურად ნიველირებული იყოს. ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადია, რომ თამბაქოთი არ ავადდებოდეს და უფრო მეტი, არ იღუპებოდეს ადამიანი.


ევროპული კვლევის მიხედვით, თუ 2016 წელს 16 წლის ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარება 18% იყო, 2019 წელს 12 პროცენტს შეადგენს, თუმცა, არის ელექტრონული და ახალი პროდუქტების მოხმარების ზრდის ტენდენცია. კანონმდებლობით აკრძალულია, ელექტრონული სიგარეტის, ასევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების როგორც მოხმარება, ისე რეკლამა და პოპულარიზაცია.



2017 წელს გავითვალისწინეთ რისკები, რაც ბაზარზე იქნებოდა გასახურებელი თამბაქოს შემოდინებასთან დაკავშირებით და იმთავითვე, დახურულ სივრცეში მისი მოხმარება ავკრძალეთ, დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების რეგულაციის 96%-ანი აღსრულება გვაქვს, რასაც 2018 წლიდან მიმდინარე, კანონის აღსრულების მონიტირინგიც განსაზღვრავს. მონიტორები აკონტროლებენ ირღვევა თუ არა რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში. ან თამბაქოს ნაწარმის რეკლამა - პოპულარიზაციას უკანონოდ ხომ არავინ აკეთებს“, - აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.


ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ახალ ინიციატივებს წარადგენენ, რომლის თანახმადაც, თამბაქოს ინდუსტრია ვალდებული გახდება ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია გადაიხადოს, კაზინოებსა და სლოტ კლუბებში კი თამბაქოს მოხმარება აიკრძალოს.


„ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, შესაძლოა, 2020 წლის შემდგომ დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სრულწლოვნები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მიყიდვა აეკრძალოთ. ასევე, ჩვენი ინიციატივაა, თამბაქოს ინდუსტრიას დაევალოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა, როგორც კონვენციის მეცხრამეტე მუხლში წერია. ზიანი დათვლილია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ლაპარაკია წელიწადში მილიარდ ნახევარ ლარზე (გადასახადების გარდა), როგორც ეს 50 ქვეყანაშია. თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისრება სპეციალური გადასახადი, კომპენსაცია, რათა მათ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდეს. ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმენლად, თამბაქოს და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით. ამ საერთაშორისო პრაქტიკას მივაწვდით ხელისუფლებას, რათა მომავალი წლიდან ჩვენთანაც გადმოვიღოთ.


მოგეხსენებათ, კაზინოებსა და სლოტ კლუბების ნაწილში მოწევა დაშვებულია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოვითხოვთ, სათამაშო ბიზნესში ამ ლეტალური პროდუქტის გამოყენება სრულად აიკრძალოს“,- აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.


ipn.ge



თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up