კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა

კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა

access_time2022-09-16 18:00:00

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა.


მათივე ცნობით, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სიღარიბე კიდევ უფრო მწვავე საკითხია.


როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად არ სახელდება.


რაც შეეხება მოქალაქეების პრიორიტეტებს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება.


კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გამოკითხულთა 36% -სთვის - სამუშაო ადგილები; 35%-სთვის - ფასების ზრდა, 32%-სთვის - სიღარიბე; 26%-სთვის - ტერიტორიული მთლიანობა; 18%-სთვის - პენსიები; 14%-სთვის - ადამიანის უფლებები.


კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.


უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან მიმართებაში გამოკითხულთა 36%-ის აზრით გაუმჯობესდა; 234%-ის აზრით გაუარესდა, 27% ფიქრობს რომ არ შეცვლილა.



რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას - გამოკითხულთა 33%-ის აზრით გაუმჯობესდა, 29%-ის აზრით გაუარესდა, 34%- ფიქრობს, რომ არ შეცვლილა.


განათლების მიმართულებით, გამოკითხულთა 23%-ის აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა, 40%- ფიქრობს, რომ გაუარესდა, 31%-ის აზრით, არ შეცვლილა.


ადამიანის უფლებებზე გამოკითხულთა 22%-ის აზრით სიტუაცია გაუმჯობესდა, 36%-ს აზრით გაუარესდა 37% ფიქრობ, რომ არ შეცვლილა.


სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა18%-ის მოიაზრეთ სიტუაცია გაუმჯობესდა, 31% ფიქრობს რომ გაუარესდა, ხოლო 32%- სიტუაცია არ შეცვლილა.


კორუფციაზე გამოკითხულთა 43% ფიქრობს რომ გაუარესდა სიტუაცია, 15%-ის აზრით, გაუმჯობესდა, 32% ფიქრობს, რომ არ შეცვლილა.


კრიმინალთან მიმართებაში გამოკითხულთა 57% ფიქრობს რომ სიტუაცია გაუარესდა, 26%-ის აზრით, ვითარება არ შეცვლილა, ხოლო 10%-ის მოსაზრებით გაუმჯობესდა.


სიღარიბესთან მიმართებაში 67%-ის მოსაზრებით, სიტუაცია გაუარესებულია, 10% ფიქრობს რომ გაუმჯობესდა, ხოლო 23%-ის აზრით, ვითარება არ შეცვლილა.


რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას - 2%-ის აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა, 52% ფიქრობს, რომ - გაუარესდა, ხოლო 44%-ის მოსაზრებით ვითარება არ შეცვლილა.


ამასთან, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.


ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.


ინტერპრესნიუსი


თეგები:
NDI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up