მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეუნდა, პოპულარული შაქრის შემცვლელი ერითროლი, შესაძლოა ხელს უწყობს სისხლის შედედების, ინფარქტისა და ინსულტის წარმოქმნას.
ექპერტებმა გამოიკვლიეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიდრეკილ ადამიანებში ერითრიტოლის მოხმარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს დაავადების რისკი.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მეტი კვლევაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს დამატკბობელი იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ვისაც არ აქვს მიდრეკილება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ.