კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში რუსეთის მიერ იტალიისათვის მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების 80% უსარგებლო აღმოჩნდა.ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 მარტს რუსეთის პრეზიდენტსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის შემდეგ რუსეთმა იტალიაში Ил-76-ის 9 თვითმფრინავი გააგზავნა იტალიაში ჰუმანიტარული დახმარებით. ასევე იტალიაში ეპიდემიასთან ბრძოლისთვის ასობით რუსი სამხედრო სპეციალისტი ჩავიდა.
იტალიური გამოცემა La Stampa აღნიშნავს, რომ იტალიის მხარდაჭერით რუსეთი პოლიტიკური და დიპლომატიური მიზნების მიღწევას ცდილობს. გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ იტალიაში ჩასული რუსი სპეციალისტები მაღალი სამხედრო წოდების მქონე პირები არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge