LADA-მ ახალი ავტომობილების გაყიდვები საქართველოშიც შეაჩერა

LADA-მ ახალი ავტომობილების გაყიდვები საქართველოშიც შეაჩერა

access_time2022-06-02 15:00:05

რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა ქვეყანაში ადგილობრივ წარმოებას პრობლემები შეუქმნა. სხვა კომპანიებთან ერთად მუშაობა გაურკვეველი ვადით ავტოვაზმა იგივე ჟიგულმაც შეაჩერა.  ავტოვაზის წარმომადგენლობა აზერბაიჯანში დაიხურა, საქართველოში კი მხოლოდ ნაშთის გაყიდვები გრძელდება. ახალი ავტომობილები და ნაწილები უკვე ვეღარ შემოდის.

 

ავტოვაზი 1966 წელს იტალიურ FIAT-თან თანამშრომლობით დაარსდა. ავტომობილები ლადასა და ჟიგულის სახელით იწარმოებოდა, ძირითად ბაზარს საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ბანაკის ქვეყნები წარმოადგენდა, დღესაც გაყიდვების 82% რუსეთზე მოდის.

 

საწარმომ მუშაობა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში შეაჩერა და თანამშრომელთა ნაწილი დაითხოვა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ფუნქციონირება ვერც შემდგომში განაახლა. ძირითად პრობლემად ნაწილების ნაკლებობა სახელდება. სახარბიელო არც უახლოესი მომავალია. კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას გეგმავს.


 

LADA-ს წარმომადგენლობა საქართველოში 2011 წელს გაიხსნა. ყველაზე დაბალფასიანი LADA GRANATA-ს ღირებულება 25 800 ლარიდან იწყება და 31 500 ლარზე ადის, რაც დაახლოებით 8500-10500 აშშ დოლარის ტოლფასია. საუკეთესო შემთხვევაში ეს მოდელი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 10.5 წამში ჩქარდება და 106 ცხენისძალიან ძრავს მაქსიმუმ 184 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. ყველაზე ძვირი LADA XRAY-ს ფასი კი 35 500 ლარიდან იწყება და 47 500 ლარზე ადის.

 

პრობლემების არსებობა კომერსანტთან საუბრისას საქართველოში LADA-ს წარმომადგენლობის დირექტორმა გოჩა როსტიაშვილმაც დაადასტურა. მისი თქმით თანხების გადარიცხვა, ახალი ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მოწოდება შეჩერებულია. იყიდება მხოლოდ ნაშთად დარჩენილი ავტომობილები, თუმცა ტექნიკური მომსახურება ამ დრომდე გრძელდება.

 

მოსკვიჩზე უკეთესი და ვოლგაზე იაფი ჟიგული საბჭოთა საქართველოში ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ითვლებოდა. რეგიონების ავტოპარკში მათ დღემდე, უკვე არადომინანტური, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წილი უკავიათ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოებული ჟიგულების რიცხვი კი ძალიან მცირეა და მათ დაბალი ფასის გამო უფრო ხშირად კომპანიები ყიდულობენ.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up