ლაგარდი: ECB მზადაა შეცვალოს გეგმები, მომავალი რისკების გათვალისწინებით

ლაგარდი: ECB მზადაა შეცვალოს გეგმები, მომავალი რისკების გათვალისწინებით

access_time2022-03-17 23:30:00

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ინფლაციასთან დაკავშირებული მომავალი რისკების გათვალისწინებით, გადახედოს თავის გეგმებს. ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა დღეს ფრანკფურტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

”სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის დინამიკა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს არ დაუბრუნდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვმართოთ შოკი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში აჩქარებს ინფლაციას მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით და ამცირებს ეკონომიკურ ზრდას”,- თქვა ლაგარდმა.

მისი თქმით, ECB მიიღებს ყველა ზომას, რაც საჭიროა ფასების და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება მოიცავდეს ახალ ინსტრუმენტებს მონეტარული პოლიტიკის უსაფრთხო ცვლილების უზრუნველსაყოფად.

ECB ცდილობს, ევროზონის ეკონომიკა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგებისგან დაიცვას და ასევე, შეაკავოს რეკორდული ინფლაცია.

გასულ კვირას ინვესტორები გააკვირვა ბანკის მიერ სტიმულის უფრო ადრე გაუქმების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და საპროცენტო განაკვეთების გაზრდის შესახებ საკუთარი თავისისთვის მინიჭებულმა მოქნილობამ.

მმართველი საბჭოს წევრმა, პაბლო ერნანდეს დე კოსმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ომი უკრაინაში პანდემიის შემდგომ აღდგენაზე უარყოფითად იმოქმედებს. Bundesbank-ის პრეზიდენტი იოახიმ ნაგელი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ინფლაცია დაჩქარდება და ეკონომიკური ზრდა შეფერხდება, სტაგფლაცია მოსალოდნელი არ არის.


ლაგარდის თქმით, რუსეთის შეჭრამ „ევროპას ჩრდილი მიაყენა“. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკაზე ომის ზემოქმედების შეფერხება ფისკალურ პოლიტიკას შეუძლია, თუმცა ინფლაციური გავლენა დამოკიდებული იქნება მთავრობების მხარდაჭერაზე.

დღევანდელი OECD-ის ანგარიშის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის 0,5%-იანი მიზნობრივი ფისკალური ზრდა ხელს შეუწყობს ომით გამოწვეული შედეგების შემცირებას, ისე, რომ ფასებზე ზეწოლა თავიდან იქნეს არიდებული. ომს შეუძლია გლობალური ზრდა 1 პროცენტულ პუნქტზე მეტად შეაფერხოს.

გასულ კვირას გამოქვეყნებული ECB-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია ნელი ეკონომიკური განვითარება და უფრო სწრაფი ინფლაცია.

მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი იყო ZEW ინდექსის სიგნალი, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში ინვესტორების ნდობა პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

დღეს გამოქვეყნებული ევროზონის ინფლაციის მონაცემების მიხედვით, ფასები ოდნავ მეტად გაიზარდა, ვიდრე თავდაპირველად თებერვალში იყო შეფასებული. გასულ წელთან შედარებით, ინფლაცია 5.9%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ენერგიის ხარჯების ზრდას უკავშირდება.

Bloombergbusinessformula.ge

თეგები:
ECB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up