ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ახალი კონცეფციის, ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი მოეწყო - რა სიახლე ელოდებათ ვიზიტორებს

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ახალი კონცეფციის, ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი მოეწყო - რა სიახლე ელოდებათ ვიზიტორებს

access_time2023-04-07 11:30:58

ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ახალი კონცეფციის, ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულების ბილიკი მოეწყო. ბილიკი, სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალით, აერთიანებს ინფორმაციას პარკის მნიშვნელოვანი სახეობების შესახებ. ვიზიტორებს საშუალება აქვთ, თვალსაჩინო მასალებით შეიტყონ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლის შესახებ.

1 კმ-მდე ბილიკის გავლას 40 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება და 12-მდე აქტივობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვან სალაშქრო-სათავგადასავლო მიმართულებებთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს დაემატა ბილიკი, რომელიც ეკოსაგანმანათლებლო დანიშნულებისაა და მორგებულია სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების და სკოლის მოსწავლეების ინტერესებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან ერთად, ხელი შევუწყოთ ეკოტურიზმის განვითარებას. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, თუ როგორ დაიცვან ბუნება და როგორ მოუფრთხილდნენ ტყეს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს. ესაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ჩვენი დაცული ტერიტორიების სააგენტო“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ლაგოდეხის ბილიკის მოწყობა პროექტის „ახალი სიცოცხლე ლაგოდეხის ბილიკებს“ ფარგლებში განხორციელდა, ბი პი საქართველოს და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით, Care Caucasus-ის მიერ.



„ბილიკზე მოწყობილი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია ინტერაქტიული და სახალისოა ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის, რაც კიდევ უფრო აღვივებს მათში საქართველოს ბუნების შემეცნების და დაცვის სურვილს. მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ საქართველოს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა ბი პი საქართველოს  ვიცე-პრეზიდენტმა კასპიის რეგიონში კომუნიკაციის და საგარეო ურთიერთობის საქმეში, ბახტიარ ასლანბაილიმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up