სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანისსასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს რწყვის სეზონის პარალელურად აქტიურად განაგრძობს.
წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
სოფელ ნაინდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ნინიგორისორმაგი დანიშნულების არხის 1000 მეტრიანიმონაკვეთი გაიწმინდა.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოებით არხში წყლის გამტარუნარიანობა აღდგა. შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 100ჰექტარამდე სავარგულზე გაუმჯობესდა.
აღდგენილი არხის მეშვეობით სოფელნაინდროვალისა და კართუბანის სავარგულები ირწყვება.