დეკემბრის ბოლოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესასვლელში 11 მეტრის სიმაღლის თაღის მშენებლობა დაიწყება. აგურით მოპირკთებულ კონსტრუქციაზე ორმხრივი წარწერა გაკეთდება. ერთი მხრიდან ეწერება „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში“, მეორე მხარეს კი „გზა მშვიდობისა“.
თითქმის სამსართულიანი სახლის სიმაღლის თაღის პროექტის შექმნისთვის უკვე დაიხარჯა 3600 ლარი, მშენებლობისთვის კი 240 ათასი ლარია გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით სამუშაოებს ინდ. მეწარმე ნანა ახვლედიანი შეასრულებს