ლაგუნა ვერესთან რესტორანი აშენდება

ლაგუნა ვერესთან რესტორანი აშენდება

access_time2021-12-13 16:00:49

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნა ვერესთან რესტორანი აშენდება. შპს „დიონისემ“ თბილისის მერიას კვების ობიექტის პროექტი უკვე შეუთანხმა. კომპანია ახლა მშენებლობის ნებართვას ელოდება.

 


როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, პროექტით გათვალისწინებულია არსებული ამორტიზებული კაფეს რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მაქსიმალურად მსუბუქი, გამჭვირვალე, საპარკო პავილიონის ტიპის მოცულობის განთავსება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სარეკონსტრუქციო შენობა არსებული შენობის გაბარიტებს არ ცდება. ირკვევა, რომ  არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შენარჩუნებული იქნება მიწისპირა სართულზე განთავსებული კონსტრუქციები და სათანადო რეაბილიტაციის შემდგომ მასზე განხორციელდება მსუბუქი კონსტრუქციებით პავილიონის მონტაჟი.

 




წარმოდგენილი ესკიზური პროექტის მიხედვით, ტერიტორიის არსებული 372,15 კვ.მ განაშენიანება 320,90 კვ.მ-მდე შემცირდება, საიდანაც მხოლოდ 229,76 კვ.მ-ზე განხორციელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ხოლო, ერთსართულიან ნაგებობა, რომელიც ფაქტობრივად საყრდენი კედლის ფუნქციას ასრულებს, გამაგრდება სათანადო რეაბილიტაციით.

 


ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ იგეგმება არსებული 409.55 კვ.მ მწვანე საფრის გაზრდა 578,03 კვ.მ-მდე. სათანადო მკურნალობის შემდეგ შენარჩუნებული იქნება ყველა ნარგავი, რომელსაც კეთილმოწყობის პროექტის შესაბამისად 15-მდე ფიჭვი დაემატება.


 





აღსანიშნავია, რომ რესტორანი „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურთან მდებარეობს. რაზეც შპს „დიონისეში“ განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიერ მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა ესკიზური პროექტის კორექტირება. რა დროსაც საპროექტო შენობაში განთავსებული ღიობები 25 მ-იანი მანძილის დაცვით მოეწყო. ასევე აღნიშნავენ, რომ დამატებით მოეწყობა ყრუ ხანძარმედეგი კედელი გაძლიერებული არმირებით.

 





განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ობიექტის მიმდებარე განაშენიანება გასული საუკუნის 70-იანი წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სატრანსპორტო მაგისტრალი აშენდა. შედეგად მდინარე ვერეს შესართავი, რომელიც სატრანსპორტო ტივების მისადგომად გამოიყენებოდა, კალაპოტში მოექცა. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ წარმოქმნილ ჭალაში საწყალოსნოსპორტული კომპლექსი „ლაგუნა ვერე“ განთავსდა. დოკუმენტის მიხედვით, შენობა წარმოადგენს დომინანტ ნაგებობას, რომელიც განაშენიანების ხასიათს და მასშტაბს განსაზღვრავს. იგი წარმოადგენს საბჭოთა მოდერნის თვალსაჩინო ნიმუშს. არქიტექტორებს მიაჩნიათ, რომ საპროექტო შენობა სავსებით მიესადაგება განაშენიანებას. არეალში მოხვედრილი 3-4 სართულიანი სპორტკომპლექსი და სასტუმრო ლაგუნა ვერესთან ერთად ქმნის საბჭოთა პერიოდის სტატიკურ კომპლექსს. მათი ინფორმაციით, ობიექტის დინამიკური ფორმები კლდოვანი ლანდშაფტის, აგურის და მინის ტექსტურის გამოყენებით, არღვევს სტატიკურ გარემოს და უახლოვდება საპარკე ნაგებობის ტიპს.

 




მომზადებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ საპროექტო შენობაზე ასევე ღია ტიპის ტერასა მოეწყობა იგი განპირობებულია მერიის მიერ წახალისებული „მწვანე სახურავის“ კონცეფციით და წარმოადგენს ე.წ. „მეხუთე ფასადს“- საპარკე ნაგებობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up