გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ჯამში 5,1 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.
სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.
დამშრობ ქსელზე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.