ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დილით სოფელ ლესაში მოხდა. გზაზე მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფ მგზავრებს დაზიანებები არ მიუღიათ.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა.