ლარი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება, თბილისის დროით 20 მაისს 11:30 სთ-ისთვის 2.9000-ს შეადგენს, რაც ბოლო 26 თვის მაქსიმუმია. ასეთი კურსი 2020 წლის მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო ორ თვეში დოლართან მიმართებაში 50 თეთრით და ევროსთან მიმართებაში 60 თეთრით გამყარდა, ინფლაციის ტემპი არ შემცირებულა. საქსტატის ცნობით სამომხმარებლო ფასები აპრილში 12.8%-ით, მხოლოდ საკვები პროდუქტის ფასები კი 21.3%-ით გაიზარდა.
ლარის გამყარების ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ მიზეზად ფულადი გზავნილების ზრდა დასახელდა. აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ $300 მლნ-ს გადააჭარბა.