28 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.9 თეთრით გაუფასურდა და 29 ივნისის ოფიციალური კურსი 3.1579-ით განისაზღვრა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი 1.2 თეთრიანი გაუფასურების შემდეგ კურსი 3.1550-ს გაუტოლდა.
დოლარის გარდა ლარი სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტებთან მიმართებასიც გაუფასურდა, კერძოდ: ევროსთან - 0.89 თეთრით 3.7690-მდე, ფუნტთან 1.22 თეთრით 4.3911-მდე, 100 რუსულ რუბლთან - 1.04 თეთრით 4.3743-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან - 1 თეთრით 1.8603-მდე. გამყარებით კი მხოლოდ თურქულ ლირასთან - 0.14 თეთრით 0.3612-მდე და 1000 სომხურ დრამთან - 0.79 თეთრით 6.3221-მდე გამყარდა.
Bloomberg-ის პლატფორმაზე რუსული რუბლი 0.21%-ით 72.2070-მდე გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათის კურსი 0.1%-იანი გაუფასურების შემდეგ 1.6992 გახდა, თურქული ლირა 0.44%-ით 8.7266-მდე გამყარდა, 0.56%-ით 496.7-მდე გამყარდა სომხური დრამიც.