გოჩა თუთბერიძე: სანქციებთან მიერთების შემთხვევაში საქართველო დანაკარგებს შეამცირებს

გოჩა თუთბერიძე: სანქციებთან მიერთების შემთხვევაში საქართველო დანაკარგებს შეამცირებს

access_time2022-03-08 12:00:37

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 12 დღეში უკრაინული გრივნა აშშ დოლართან მიმართებაში 3.5%-ით, რუსული რუბლი 70%-ით, ხოლო ლარი 13%-ით გაუფასურდა. ფინანსისტ გოჩა თუთბერიძის განმარტებით, ლარის გაუფასურებაში მნიშვნელოვან როლს ნეგატიური მოლოდინები ასრულებს, შემდგომი პროგნოზირებად დანაკარგის შესამცირებლად კი აუცილებელია საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს შეუერთდეს, რაც ქვეყანას პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების მიღების საშუალებას მისცემს.

 

როგორც გოჩა თუთბერიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, დაწესებული სანქციების გამო, ექსპორტი და ფულადი გზავნილები შემცირდება, რადგან რუსეთი ძირითად საექსპორტო ქვეყნად იქცა, ვარდნა სერიოზული იქნება. მისი თქმით, ფსიქოლოგიური ფაქტორების გასანეიტრალებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებს უნდა მიმართოს, ასევე საჭიროა სებ–მა და მთავრობამ განცხადებებით ბაზარი დაამშვიდონ.

 

გოჩა თუთბერიძე შექმნილ მძიმე ვითარებაში, რა დროსაც ექსპორტიდან და გზავნილებიდან ფულადი სახსრების შემოდინების კლება და ინფლაციის მატება გარდაუვალია, გამოსავალს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებთან შეერთებაში და შემდგომ დასავლეთიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებაში ხედავს. მისი თქმით, საქართველო რუსეთთან და ბელორუსთან კი არა, ცივილიზებული სამყაროს გვერდით უნდა იდგეს.


 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ორ კვირაში რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა. მთავრობის მეთაურის მტკიცებით, სანქციები არ მუშაობს.

 

რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებამდე 1 აშშ დოლარი 3 ლარი ღირდა, დღეს 3.40 ლარი ღირს. საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და უახლოეს მომავალში კიდევ მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. ეკონომისტები რუსეთისა და უკრაინის საექსპორტო ბაზრის მოკლე დროში ჩანაცვლებას არ ელიან, იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია, ოღონდ ის პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისედაც მიზერულ დონემდე შემცირებული ინვესტიციები, ყველაფერი ეს კი ეკონომიკური ზრდის ტემპს უკეთეს შემთხვევაში შეამცირებს, უარეს შემთხვევაში – მინუსში გაიყვანს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up