ლარი სპეკულაციური ფაქტორით გაუფასურდა - ფინანსისტი

ლარი სპეკულაციური ფაქტორით გაუფასურდა - ფინანსისტი

access_time2022-03-11 11:30:36

ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ფინანსისტი ნიკა შენგელია კომერციულ ბანკებს სპეკულაციურ ქმედებებში ადანაშაულებს. ,,კომერსანტთან“ იგი ამბობს, რომ  ლარის მკვეთრი გაუფასურება და გამყარებაც ხელოვნურად მოახდინეს და ამ პროცესს ვერც ეროვნულმა ბანკმა შეუშალა ხელი, საბოლოოდ კი მოსახლეობისა და ბიზნესის დიდმა ნაწილმა მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო.


ფინანსისტის შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში ვერც Bimatch-ის პლატფორმამ იმუშავა და საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეს სისტემა სავალუტო ბაზრის რისკებისგან დაცვას ვერ ემსახურება, რა ფუნქციაც მას რეალურად უნდა ეკისრებოდეს.


,,ადრე, როდესაც Bimatch-ის სისტემა ამუშავდა, ვამბობდი, რომ ის ბაზარს მკვეთრი სავალუტო რყევებისგან ვერ დაიცავდა.  ბოლო დროის მოვლენებმა ეს საბოლოოდ დაადასტურა.  მან ვერ უზრუნველყო ლარის კურსის მკვეთრი რყევებისგან დაცვა, რომელიც ძალიან საშიშია ეკონომიკისა და ზოგადად, საზოგადოებრივი განწყობისთვის. ომის დაწყების დღეს, 24 თებერვალს, 5-6 საათის განმავლობაში ლარი ნახტომისებრად გაუფასურდა.  განა რა მოხდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ისეთი, რომ ლარი ასე გაუფასურდა ან რა ხდება დღეს, როცა ასეთი გამყარების ტენდენცია დაიწყო? პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის ბანკების მხრიდან სპეკულაციური გარიგებების შედეგი, რასაც ეროვნული ბანკიც ზურგს უმაგრებს. ჩვენ ვთქვით, რომ საჭირო იყო სებ-ის ჩარევა, მაგრამ მან მხოლოდ 9 მარტს მიიღო ზომები, როცა 2 კვირაა ეს პროცესი მიმდინარეობს და მოსახლეობა ზარალდება.  ლარის მასშტაბური გაუფასურება არ უნდა დაეშვათ. ეს არის სპეკულაციური გამოხტომები კომერციული ბანკების მხრიდან, სებ-მაც ხელი შეუწყო და საბოლოოდ გამოიწვია მოსახლეობის პრობლემა - კატასტროფულად გაიზარდა ფასები, მათ შორის შაქარზე, რომელიც უკვე 4 ლარის ფარგლებშია.  ვინმე თუ ფიქრობს,  რომ კურსი გამყარდება და  ფასები დაიწევს, ცდება. ამ პროცესს ჯერჯერობით არ უნდა ველოდოთ“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.  



ფინანსისტის თქმით, ფასების ზრდით განსაკუთრებით  მოსახლეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდება,  რაც საბოლოოდ კომერციული ბანკების უპასუხისმგებლო ქცევამ გამოიწვია.


,,კომერციული ბანკების უპასუხისმგებლო ქმედებისგან დღეს არავინ არ არის დაცული.  სწორედ ამან გამოიწვია ისიც, რომ ვინც წინა დღეებში 2,35 ლარად გაყიდა შაქარი, დაზარალდა  და ახლა მაღალი ფასებით ცდილობს ზარალის გადაფარვას.  მიზანმიმართულად ხდება აჟიოტაჟი, რაც ლარზე კიდევ იმოქმედებს. სავარაუდოდ, კურსი  დასტაბილურდება 3,15-3,20-ის ფარგლებში, მაგრამ ფასებს და გაღატაკებული მოსახლეობის მდგომარეობას ამით არაფერი ეშველება.  ბანკები აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ დიდ მოგებას მოუტანს, ხოლო ეროვნული ბანკი მათი მომსახურების სააგენტოდ იქცა, უაღრესად ნეგატიურ ტენდენციას აქვს ადგილი,  ცხადია,  სურსათი თუ სხვა პროდუქტი ისედაც გაძვირდებოდა, მაგრამ არა ნახტომისებრად“, - აცხადებს შენგელია ,,კომერსანტთან“.

შეგახსენებთ,  რომ 10 მარტს მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი  დოლართან მიმართებაში 3,40 ლარი იყო, ხოლო 11 მარტის ოფიციალური კურსი 3,32 ლარია.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up