"რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია დადროულად გადავალთ მულტისავალუტო რეჟიმზე და დროულად შევუერთდებით ევროსმონეტარულ პოლიტიკას, მით უკეთესი თითოეული ჩვენთაგანისთვის",- ამის შესახებეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.
მისი თქმით ივნისში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზე გავიდა და 9.9% შეადგინა, რაც აბესაძის თქმით იმას ნიშნავს, რომ 9.9%-ით გაძვირდა ყველა ტიპის საქონელი თუ მომსახურება, რასაც იყენებდით.
"ინფლაცია დასაშვებია 3-4% ის ფარგლებში და ეს კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის პარალელურია ადამიანების შემოსავლების ზრდა. პირობითად, თუ 3%-იანი ინფლაციის პროპორციულად 3%-ით იზრდებაადამიანების შემოსავლები, ეს ეკონომიკურ ბალანსს ქმნის.
როდესაც ქვეყანაში არის 9.9 %-იანი ინფლაცია (ფულის გაუფასურება, ჭარბიფული, გაზრდილი ფასები და ა.შ) და ამის ფონზე, მოსახლეობას შემოსავლებიუმცირდება (კარგავენ სამსახურს და ა.შ), იწყება ეკონომიკური კრიზისი.
რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტობრივად სამუზეუმოექსპონატია და დროულად გადავალთ მულტისავალუტო რეჟიმზე და დროულადშევუერთდებით ევროს მონეტარულ პოლიტიკას, მით უკეთესი თითოეულიჩვენთაგანისთვის.
ყოველი დღე არსებული ეკონომიკური რეალობის და მონეტარული პოლიტიკის, არის ჩვენი გაღარიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
ლარი უნდა დამთავრდეს!",-წერს ოთარ აბესაძე.