"ლარის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია" - ანდრია გვიდიანი

access_time2021-05-21 17:43:04

ბოლო ათი დღის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით,12 პუნქტით გამყარდა. ეროვნული ვალუტის კურსის მსგავს ცვლილებას, სპეციალისტები ეკონომიკის გამოცოცხლებას უკავშირებენ. ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი პოზიტიური მოლოდინები და ბოლო დროს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციებია.

 

"ეროვნული ვალუტის გამყარება რამოდენიმე მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ფაქტორით არის განპირობებული. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი გამოცოცხლება იგრძნობა თითქმის ყველა იმ მიმართულებით, რაც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს.

 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 141%-ით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა, ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება უკვე აშკარაა. შესაბამისად, ეს ფაქტორი, ბუნებრივია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლარის კურსის ფორმირებაში.

 

ასევე გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის მონაცემები. კერძოდ, ექსპორტი 70.0 პროცენტით გაიზარდა და სულ 378.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე  2019 წლის აპრილის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

 


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილების ფაქტორი. ამ კუთხითაც წინა წელთან შედარებით გაუმჯობესება გვაქვს. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აპრილში სულ 693 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, რაც 48%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე და 34%-ით აღემატება 2019 წლის (პანდემიამდე) პერიოდს.

 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ, ზოგადად, ლარის კურსის გამყარება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგია", - განაცხადა გვიდიანმა.

 

ეკონომისტის აზრით, ლარის გამყარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა მტავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.

 

"როგორც ვხედავთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემსუბუქდა კოვიდ-რეგულაციები. თითქმის ყველა სისტემური შეზღუდვა უკვე მოხსნილია და ნელ-ნელა ქვეყანა ჩვეულებრივი ცხოვრების წესს უბრუნდება. შესაბამისად, შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა გაზარდა ეკონომიკური აქტივობა, რაც, ცხადია, ლარზე დადებითად აისახა. ამასთან, აუცილებლად ხაზგასასმელია ვაქცინაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები. როგორც ვიცით, იმუნიზაციის ტემპი საბედნიეროდ თანმიმდევრულად იზრდება. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის სწრაფი ტემპით ზრდა აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს როგორც ბიზნესსექტორში, ისე საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები, როგორც წესი კონვერტირდება ხოლმე მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაში. ამდენად, მსგავსი ტიპის მოლოდინების მართვას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს", - აღნიშნავს გვიდიანი.

 

ანდრია გვიდიანის თქმით, ლარის კურსის გამყარებაზე ასევე იმოქმედა ეროვნული ბანკის პოლიტიკამ, რაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილებაში გამოიხატება.

 

"ლარის კურსზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ეროვნული ბანკის საქმიანობა და მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ახდენს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების და ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე ნეგატიურმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა, მნიშვნელოვანი რისკები გააჩინა ინფლაციასთან მიმართებით. შესაბამისად, სებ-მა 28 აპრილის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაამკაცრა და განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე, გაზარდა. ცხადია, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გაცვლით კურსზეც და სხვა ფაქტორებთან ერთად, გამყარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გახდა", - აცხადებს გვიდიანი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up