ლარის გამყარების ალბათობა მცირეა - „თიბისი კაპიტალი“

ლარის გამყარების ალბათობა მცირეა - „თიბისი კაპიტალი“

access_time2023-04-03 16:00:09

„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ლარის სამომავლო გამყარების ალბათობა ძალიან მცირეა, რაც შეეხება სხვა ვალუტებს, საშუალოვადიან პერიოდში ევროს დოლართან დამატებით გამყარების პოტენციალი გააჩნია.


თებერვლის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისია. ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, შიდა მოთხოვნა ძლიერი რჩება, ისევე როგორც ექსპორტი, თუკი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დაცემით გამოწვეულ ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურ ეფექტს გამოვრიცხავთ, რამაც თებერვლის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად, დაახლოებით 1%-ით იმოქმედა.



„ლარის კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, გამყარებას ბოლო პერიოდში საბაკო დაკრედიტების უცხოურ ვალუტაში მეტად ზრდაც უწყობს ხელს. ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარი მის გრძელდავიან ტენდენციასთან შედარებით მართალია შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გამყარებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გამოქვეყნებული მარტის ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენს საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო მეტად შემცირდა და წლიურ ჭრილში თებერვლის 8.1%-ის შემდეგ, 5.3% შეადგინა, ხოლო თვიურ ჭრილში თებერვლის მსგავსად, კვლავ დეფლაცია დაფიქსირდა. ეს სამომავლოდ, ლარის საშუალო კურსის არგუმენტთან ერთად, ლარის კურსისათვის ნეგატიურია.


გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, ისევე როგორც განცხადება, რომ განაკვეთის შემცირების წინაპირობა ადგილობრივი ინფლაციის შემცირება უფროა, ვიდრე მხოლოდ ჯამურის, რისთვისაც ჯერ კიდევ დროა საჭირო. ამასთან, ჩვენი აზრით ცალსახაა, რომ იმპორტული და ასევე ჯამური ინფლაციის დინამიკა თუ საპროცენტო განაკვეთის დაწევის არა, უფრო მეტი სავალუტო ინტერვენციის ცალსახა არგუმენტია. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, ლარის მატერიალური გამყარების ალბათობა ძალზედ მცირეა. თავისთავად, ამ მხრივ მნიშვნელოვანია თუ რომელ სავალუტო წყვილზეა საუბარი. საკუთრივ, ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს დოლართან დამატებით გამყარების პოტენციალი გააჩნია“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up