დღევანდელი, 4 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0325 პუნქტით დაეცა. შედეგად, 5 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0060 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 5 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6035 ლარი ეღირება.