დღევანდელი, 7 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.1247 პუნქტით დაეცა. შედეგად, 8 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0767 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 8 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.6802 ლარი ეღირება.