დღევანდელი, 16 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0096 პუნქტით დაეცა. შედეგად, 17 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2274 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0102 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 17 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.5485 ლარი ეღირება.