დღევანდელი, 23 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0037 პუნქტით დაეცა. შედეგად, 24 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2385 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0054 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით. 24 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.5630 ლარი ეღირება.