დღეს, 15 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0113 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 16 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2096 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0118 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 16 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.5431 ლარი ეღირება.