მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე
დღეს, 25 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0138 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 26 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2234 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0075 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 26 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.5486 ლარი ეღირება.