მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე
დღეს, 31 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0117 პუნქტით გამყარდა. შედეგად, 1 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0896 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0220 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 1 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.4276 ლარი ეღირება.