დღეს, 2 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0175 პუნქტით დაეცა. შედეგად, 3 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2419 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0064 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 3 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.5975 ლარი ეღირება.