დღეს, 14 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0014 პუნქტით დაეცა. შედეგად, 15 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2322 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0056 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 15 მარტს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.5431 ლარი ეღირება.