მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე
დღეს, 1–ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან დაეცა, ხოლო ევროსთან გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.0022 პუნქტით დაეცა. შედეგად, 2 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0918 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტის კურსი 0.0081 პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 2 აპრილს, ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.4195 ლარი ეღირება.