23 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.14 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5768 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.50 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8028 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.10%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5750 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.02%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.8865-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.45%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 389.0000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა.