7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.35 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6459 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.68 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8364 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა.
ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.53%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.6525 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.06%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.8293-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.08%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 395.4000-ის ნიშნულზე იყო. აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა.