31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9002 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.91 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8935 ლარი გახდა. 3.32-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3697 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ლირასთან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა და ერთი ლირის ღირებულება 15.94 თეთრი გახდა.
ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე კი დილიდან 0.34%-ით გაუფასურდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9075 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.01%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.1835-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.9%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 404.2700-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 17:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6951 ნიშნულზე იყო.