16 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6738 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.90 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8949 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.26%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.6755 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.02%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.7793-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.07%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 394.1400-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა.