15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6583 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8434 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა.
ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.16%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.6500 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.02%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 18.8466-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.11%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 394.1000-ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლართან მიმართებით 1.7 შეადგინა.