ლარის კურსი სტაბილური რომ არ ყოფილიყო, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა - ჭყონია

ლარის კურსი სტაბილური რომ არ ყოფილიყო, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა - ჭყონია

access_time2022-10-27 19:00:38

ლარის კურსი სტაბილურობის გარეშე ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნებოდა, - მიიჩნევს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ფასების სტაბილურობა სახეზეა, თუმცა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით ფქვილზე და ხორბალზე ფასების მატება შეინიშნება.


„ლარის კურსი ასეთ სტაბილური რომ არ ყოფილიყო, ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა. დამერწმუნეთ ინფლაცია 15-დან 18%-ის ფარგლებში იქნებოდა. ბოლო თვეების განმავლობაში რაც შეიძლება კარგი ვთქვათ, თვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ საწვავზე ფასები ასე თუ ისე სტაბილურია, იმიტომ რომ თუ ივლისის პერიოდში და აგვისტოს დასაწყისში 4,70 ლარის ფარგლებში იყო დიზელის ფასი დღეს უკვე 4 ლარზეა ჩამოსული. ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც არის იგივე ზეთზე და ფქვილზე შემიძლია ვისაუბრო, ფასები ქვემოთ იყო წამოსული. სამწუხაროდ ხორბალზე და ფქვილზე ფასების აწევა დაიწყო რის ფასსაც სამწუხაროდ რუსეთი კარნახობს ბაზარს. ეს ძალიან ცუდია. ჩვენ რადგანაც დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე, პირდაპირ პროპორციულად მიბმული ვართ ამ ფასებზე და ინფლაციის მაჩვენებელზე ცალსახად ნეგატიურად აისახება გადაზიდვების ფასის ცვლილება. რადგანაც თუ ევროპიდან 3000-3500 ევროს ფარგლებში იყო 20 ფუთიანი კონტეინერის შემოსვლა დღეს სადღაც 7000-800 ევროს ფარგლებშია. ეს პირდაპირ ურტყამს ფასებს.


თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მესმის რომ მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს რადგანაც ზაფხულის განმავლობაში ისე სწრაფად აიწია ფასებმა, თუმცა თვიურ ჭრილში, რომ გადავხედოთ ინფლაცია შედარებით სტაბილურია.



ლარი თუ სტაბილურობას შეინარჩუნებს უფრო მეტ ინფლაციას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ივა ჭყონიამ.


შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.5 პროცენტით განისაზღვრა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up