„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“

„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“

access_time2022-07-27 12:20:00

„ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება“,- ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ამასთან, ვანო მთვრალაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავის სიძვირე გამოიწვია.

„დიზელის საწვავზე არის აბსოლუტურად რთული ვითარება. ასეთი ფასები არასდროს ყოფილა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა აქტიურ ფაზაშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ალბათ, რთულად წარმოსადგენი არ არის, რა ვითარებაში არიან ფერმერები. თუმცა, ამას აქვს რამდენიმე ობიექტური ფაქტორი, რაც განაპირობებს დღეს ძალიან მაღალ ფასს. ერთ-ერთი ეს არის საერთაშორისო ფასი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. წინასწარ ვიტყვი იმასაც, რომ ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება.

თუმცა, რომ წარმოვიდგინოთ, ივნისში დიზელის საშულო ფასი იყო 1 324 დოლარი, ბენზინის - 1 360 დოლარი. ახლა, მიმდინარე ეტაპზე არის 1 141 დოლარი. ანუ ფასები შემცირებულია, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირაში. ამასთან, ლარის გამყარება, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოიწვევს ჩვენთან ბაზარზე ფასების შემცირებას.


თუმცა, დიზელის საწვავთან დაკავშირებით, არის კიდევ სხვა პრობლემები. ისეთი, როგორიც ქვეყანაში არასდროს ყოფილა. მაგალითად, ბოლო თვენახევარი-ორი თვის განმავლობაში დიზელის საწვავზე არის მნიშვნელოვანი დეფიციტი. იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს, რომელიც ჩვენი ძირითადი მომწოდებელი იყო წლების განმავლობაში (საქართველოში რეალიზებული პროდუქციის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა), 2 თვეზე მეტია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გაჩერებული აქვს, გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს. ისინი გეგმავენ, რომ გამოუშვან ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი, შესაბამისად, აზერბაიჯანიდან პროდუქტი საერთოდ არ შემოდის. მეორე მხრივ, არის რუმინეთი, ბულგარეთი, საიდანაც ჩვენთან პროდუქტი შემოდიოდა, თუმცა, პირველი ის, რომ აქედან შემოტანილი პროდუქტი ისედაც მაღალფასიანია, ამას ემატებოდა გლობალურ ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, რაც ბევრი კომპანიისთვის თავის ტკივილი იყო. იმიტომ, რომ დღეს როდესაც ძალიან მაღალი ფასებია საერთაშორისო ბაზარზე, რთულია დიდი შესყიდვები განახორციელო. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ თურქმენეთიდანაც შეფერხებებით მოდიოდა დიზელის ტიპის საწვავი.

ზოგადად, ამ პროდუქტზე ომამდეც დიდი მოთხოვნა იყო, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც მარაგები ძალიან დაბალ დონეზე იყო და ომმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. შესაბამისად, ერთის მხრივ, გაზრდილი საერთაშორო ფასი, მეორე, მიწოდებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ფაქტობრივად, რიგ შემთხვევებში პროდუქტზე იყო სერიოზული დეფიციტი, განაპირობებდა ძალიან მაღალ ფასს. თუმცა, დღეს როდესაც მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე ფასები ქვემოთ წამოვიდა, ჩნდება იმის რესურსი, რომ დიზელი კომპანიებმა დაბალი ფასით შემოიტანონ. ამას ემატება გამყარებული ლარის კურსი, რაც ალბათ, გამოიწვევს იმას, რომ ფასები შემცირება, კონკრეტულად ამ პროდუქტზე უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაიწყება“,- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up