„ლარის კურსის განსაკუთრებულ რყევებს ახალი წლის პირველ ნაწილში არ უნდა ველოდოთ“ - გიორგი კეპულაძე

„ლარის კურსის განსაკუთრებულ რყევებს ახალი წლის პირველ ნაწილში არ უნდა ველოდოთ“ - გიორგი კეპულაძე

access_time2020-01-04 16:00:41

კომერსანტის დილის ეთერში,  საზოგადოება და ბანკების, ფინანსური განათლების პლატფორმა Edufin - ედუფინისა  და კომერსანტის  ერთობლივ რუბრიკაში ფინანსური მრჩეველი გიორგი კეპულაძემ  ფინანსური განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უმჯობესია თუ მოსახლეობა საკონსულტაციო ცენტრს სესხის აღებამდე მიმართავს და მიიღებს რჩევებს.

ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკას პრობლემას უქმნის მოსახლეობა,რომელსაც არ აქვს  ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის საჭირო უნარ-ჩვევები. ჩვენს ცენტრთან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, გვაქვს პროექტი,რომელსაც ვახორციელებთ პარტნიორ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან, არსებობს ცხელი ხაზი და საკონსულტაციო ცენტრი, სადაც პროფესიონალი ადამიანი,რომელიც  წლები მუშაობდა საბანკო სექტორში, რეკომენდაციას და რჩევებს აძლევს ნებისმიერ პიროვნებას. ამასთანავე, წლის დასაწყისში დავამატეთ ჩვენს მომსახურებას იურიდიული კომპონენტიც, მარიკა არევაძის საადვოკატო ბიუროსთან ერთად.  ვისურვებდი,რომ ადამიანებმა წინასწარ მოგვმართონ, სანამ სესხს აიღებენ, როგორც წესი მოსახლეობის 90% მას შემდეგ მოდის ჩვენთან,როცა ვეღარ იხდიან სესხს ან სხვა პრობლემები ექმნებათ,- ამბობს გიორგი კეპულაძე. მან გადაცემაში ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევაზე ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ წინა კველვასთან შედარებით, შედეგები არ შეცვლილა.

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ, 2016 წელს პირველი კვლევა ჩაატარა ფინანსური განათლების შესახებ. ამ კვლევის საფუძველზე დაიწერა სტრატეგია სახელმწიფო უწყებებისთვის, კერძო სექტორისთვის, არასამთავრობო ორგანიაზციებისთვის. მეორე კვლევა, სულ ახლახან დასრულდა, საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ჩემთვისაა ცნობილი,  დიდი ცვლილებები არ არის. თუ  ფინანსური განათლების საშუალო დონე ასი ქულაა, ჩვენს ქვეყანაში ეს რიცხვი 58,7, ყოველი 100 შესაძლებლობიდან.

გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა იცის, რა არის ინფლაცია და შეუძლია მარტივი პროცენტის გამოთვლა, თუმცა კითხვაზე, რისთვის არსებობს ფული, 93% ამბობს, - იმისთვის რომ დაიხარჯოს.  სინამდვილეში, შოვნასთან გვაქვს ხშირად პრობლემა. ფული უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაზოგვის კულტურა არ არის განვითარებული და ფულს ვუყურებთ, როგორც ხარჯვის საშუალებას.

ფინანსურად განათლებული მომხმარებელი მომგებიანია ბანკისთვის. ბანკი გაცილებით ნაკლებ რესურსს ხარჯავს პროდუქტის გაყიდვაზე, განათლებულმა მომხმარებელმა იცის, რა პროდუქტს სთავაზობს, რა რისკენთან არის დაკავშირებული ამ პროდუქტით სარგებლობა და ა.შ. დიდი ბანკები აფინანსებენ სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ფინანსური განათლების ამაღლებას.ფინანსურ განათლებაში და ზოგადად, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, თუნდაც ეს იყოს საქველმოქმედო და საგრანტო ხარჯები, მომგებიანია მათთვის,- აღნიშნავს გიორგი კეპულაძე. მისი თქმით, ახალი წლის შემდეგ სერიოზულ სავალუტო რყევებს არ უნდა ველოდოთ.


ადამიანის ფსიქოლოგია, ფიქრი და მოლოდინები გავლენას ახდენს ბევრ ეკონომიკურ პროცესზე. ყველას აქვს იმის მოლოდინი,რომ ახალი წლების შემდეგ, კიდევ აიწევს კურსი. უნდა ითქვას,რომ განსაკუთრებულ რყევებს წლის პირველ ნაწილში მაინც და მაინც არ უნდა ველოდოთ. ვისურვოთ, რომ პოზიტიური მოლოდინი გვქონდეს, რაც გავლენას მოახდენს, როგორც ვალუტაზე, ისე ეკონომიკაზე,- განაცხადა გიორგი კეპულაძე.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up