ლარის კურსის გავლენა ფასებს ჯერჯერობით ვერ დაეტყობა

ლარის კურსის გავლენა ფასებს ჯერჯერობით ვერ დაეტყობა

access_time2022-02-09 15:00:24

ლარის გამყარების მიმდინარე ტრენდი ფასების შემცირების წინაპირობა ვერ გახდება. მრავალგზის გაძვირებული პროდუქტის გაიაფებას ფინანსური ბაზრის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ ვარაუდობენ. მათ მოსაზრებას ამყარებს ძვირი საწვავი და ზოგადად, საერთაშორისო ბაზრების ბოლოდროინდელი ტენდენცია, რომელიც მაღალი ფასებით ხასიათდება.


როგორც ანალიტიკოსები ,,კომერსანტთან“ საუბრისას ვარაუდობენ, 2022 წელი ზოგადად მაღალი ფასების ტრენდით იქნება გამორჩეული და ფასები ძირითადად შენარჩუნდება, ზოგ შემთხვევაში, გეზს გაძვირებისკენ აიღებს.


ანალიტიკოს ნიკა შენგელიას პროგნოზით, ფასების კლება მოსალოდნელი არ არის, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს. მისი ვარაუდით, ლარის გამყარების ტენდენცია დიდხანს ვერ გასტანს და სავარაუდოდ მარტიდან გეზს ისევ გაუფასურებისკენ აიღებს.


,,ფასების კლების მოტივაციას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. პირიქით უფრო ველოდები. ვფიქრობ, წელს ტურიზმი მეტნაკლებად აღიდგენს ძალებს და ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად მოთხოვნა გაიზრდება, რაც იმპორტის ზრდის საჭიროებას გამოიწვევს და ფასებზეც აისახება. ლარს მკვეთრი გაუფასურება არ ემუქრება, მაგრამ მომდევნო თვიდან მისი სტაბილურობა შეიძლება შეირყეს. ამდენად, ვერ ვხედავ წინაპირობას, ფასებზე მოხდეს კორექცია კლების მიმართულებით, მით უმეტეს, ნავთობის ფასები  იზრდება, რაც პირდაპირკავშირშია ლოგისტიკასა და სამომხმარებლო ფასებთან“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.



ფასების კლებას არც ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ვარაუდობს.


,,გაძვირებული პროდუქტი ლარის გამყარების პარალელურად ვერ გაიაფდება, ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება, ვერც ერთ მსგავს მაგალითს ვერავინ დამისახელებს. აქედან გამომდინარე, არც სურსათის გაიაფების მოლოდინია დადებითი, მით უმეტეს, ნავთობპროდუქტები ძვირდება, რაც სხვა პროდუქტების ფასზეც აისახება. გარდა კურსისა, ბევრი გარემოებაა, რომელსაც სამომხმარებლო ბაზარზე არსებითი გავლენა აქვს“, - ამბობს თუთბერიძე ,,კომერსანტთან“.


შეგახსენებთ, რომ ლარი გამყარებას განაგრძობს, ოთხშაბათს, 9 თებერვალს, თბილისის დროით 10:00 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9 ლარს მიუახლოვდა.


ბოლო 1 წელიწადში ლარი დოლართან მიმართებაში 11%-ით, 1-ლი იანვრიდან დღემდე კი 5.7%-ით გამყარდა.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up