„ლარის კურსის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობა, ეს ფსიქოლოგიური სტაბილურობაც არის ადამიანებში“

„ლარის კურსის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობა, ეს ფსიქოლოგიური სტაბილურობაც არის ადამიანებში“

access_time2022-07-28 15:00:00

„ხელფასი შეიძლება გქონდეს დიდი, მაგრამ თუ ვერ გამოიყენე სწორი დანიშნულებით, ის ხელფასიც კარგავს აზრს“,- ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, ბედნიერება შედგება შემოსვალებისგან, კომფორტული ცხოვრებისგან, გართობისგან, სიყვარულისგან, სისუფთავისგან და მაშინ, როდესაც ახალგაზრდები ამას ვერ იღებენ, ქვეყნიდან წასვლის სურვილი უჩნდებათ.


„ქვეყნებიდან სპეციალისტების გადინება არ არის ახალი, მარტო საქართველოში არ ხდება. მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი ქვეყნიდან წასვლის არის, რომ ერთი და იგივე დროში, შრომაში, ადამიანი იღებდა 3,5 ლარს, რომელიც შეეფარდებოდა 1 დოლარს, მას შეუძლია იგივე დროში 3 დოლარი გამოიმუშაოს სხვაგან, ვიდრე აქ. ანუ 3-ჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს აქ, ვიდრე სხვაგან. ლარის კურსი ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ლარში ვუნაზღაურებთ, ბუნებრივად ეს გადაჰყავს დოლარში ან ევროში და ღებულობს მცირე თანხას. ამიტომ, ლარის კურსის სტაბილურობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობა, ეს ფსიქოლოგიური სტაბილურობაც არის ადამიანებში.


მათ ერთ საათში შეუძლიათ გამოიმუშაონ არა 1000 ლარი, არამედ1000 დოლარი. შემდეგ ამ 1000 დოლარს ამრავლებენ ლარის კურსზე და გამოდის თვიური შემოსავალი 3500 ლარი, შემდეგ ამ თანხას უგზავნიან ახლობლებს და ლარში ასრულებენ კონკრეტულ ოპერაციებს.



ამიტომ, ქვეყნიდან გადინება დამოკიდებულია ლარის კურსზე (ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მე ხანდახან რაღაცას ვამბობ და ბევრი არ მეთანხმება). მერე, მეორე მომენტია, ადამიანი ფულს რომ შოულობს და დაკმაყოფილებულია, გართობა სჭირდება, ამ დროს საქართველში ძირითადად პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ და ჩხუბს ვუყურებთ ტელევიზიაში, პოლიტიკოსებს შორის, უაზრო ჩხუბს, უკულტუროს. არა პოზიტიურს. ამის მოსმენა ახალგაზრდებს არ უნდათ და უნდათ გართობა, რაც ნაკლებად არის და ეპიზოდურია საქართველოში, მერე არის სასამართლო სისტემა, რომელიც ასევე მოქმედებს მიგრაციაზე, და ადამიანის ფსიქიკაზე; ასევე ჯანმრთელი პროდუქციის გამოშვების ხარისხზე.


აი ეს ყველაფერი კომპლექსში: ლარის კურსი, სამართლიანობა, გართობა, სერვისი, სისუფთავე ქუჩებში, კომფორტული გადაადგილება, მოქმედებს იმ თაობაზე, რომელიც ნახულობს ევროპაში როგორ ცხოვრობენ. ამიტომ, ბუნებრივია, მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, რომ ახალი თაობა, გინდაც მოხუცებული, ნებისმიერი ადამიანი საქართველში ცხოვრობდეს, ბედნიერების ინდექსია მთავარი. ის ბედნიერების ინდექსი, რომელსაც ხშირად აქვეყნებენ. ჩვენ ამას სტატისტიკად მივიჩნევთ, მაგრამ ბედნიერების ინდექსი ნიშნავს იმას, რომ უნდა შევქმნათ ბედნიერება.


ბედნიერება შედგება შემოსვლებისგან, კომფორტული ცხოვრებისგან, გართობისგან, სიყვარულისგან, სუსუფთავისგან. ხელფასი შეიძლება გქონდეს დიდი, მაგრამ თუ ვერ გამოიყენო სწორი დანიშნულებით, ის ხელფასიც კარგავს აზრს. ამიტომ მიდიან უცხოეთშია ახალგაზრდები. მერე მეორე, ნეპოტიზმია. ბევრი ადამიანია დასაქმებული სახელმწიფოს მართვაში. საკრებულოებში, გამგეობებში... დღევანდელ ტექნოლოგიებში, როდესაც შეგიძლია დისტანციურად მართვა, მთვარეზე მართავენ დისტანციურად კოსმონავტებს 10 კაცს და ჩვენ 10 კაცზე 14 პარლამენტის წვერი გვყავს. ამიტომ, რა დასაქმებაზეა საუბარი, მთელი მექანიზმი მორგებულია, რომ ადამიანს საქმე კი არ შეუქმნან, არამედ მისცენ რაღაც მცირე შემოსავალი, რომ შიმშილს გადაურჩნენ“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.


bpn.ge 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up