„ლარს არ უდგას მშვიდი დღეები და ასეთი მდგომარეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება“ - რომან გოცირიძე

„ლარს არ უდგას მშვიდი დღეები და ასეთი მდგომარეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება“ - რომან გოცირიძე

access_time2022-03-08 12:15:56

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის გაუფასურების გარემოებებზე წერს.


„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლარი ამ დღეებში რუსეთის მოქალაქებიის შემოსვლამ გააუფასურა. ჯერ ერთი, ეს საფუძველშივე მცდარია და მეორეც, ეს ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა, რადგან ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა მხოლოდ “საგარეო ფაქტორის” ბრალი ყოფილა და არა მთავრობის და ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის.


ჩემი ქვემოთ მოყვანილი მსჯელობა მხოლოდ ლარის კურსზე ზემოქმედების მარტივ ახსნას ემსახურება და არა რაიმეს გამართლებას(ვგულისხმობ რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას)“
, – წერს გოცირიძე.


მისივე თქმით, ნებისმიერი მიზეზით შემოსული უცხოელი, იქნება ეს ტურისტი, ლტოლვილი, სხვა ქვეყნის რეჟიმს გამოქცეული, თუნდაც დეზერტირი თუ სხვა, რეალურად საქართველოში უცხოური ვალუტით შემოდის და აქ ხარჯავს მას. შესააბამისად, გოცირიძის აზრით, ისინი კი არ აუფასურებენ, არამედ ამბარებენ ლარს.



„როგორ ხდება ეს:

-თუ ჯიბით შემოაქვთ ფული, მას ახურდავებენ ბანკში ან ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში და აჩენენ ლარზე მოთხოვნას. თუ ვაშლს ბაზარში ასი კაცი ყიდულობდა გუშინ და დღეს ორასს მოუნდა, ვაშლის ფასი გაიზრდება. ასეა ლარზეც.

-თუ გადმორიცხავენ ქართულ ბანკში: ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. (რუსეთში 350 ბანკია და აქედან ჯერჯერობით მხოლოდ 12 ბანკს აქვს გათიშული სვიფტი), თანაც რუსეთის მოქალაქეს რუსეთის ხელისუფლება უცხოეთში თვეში 5 ათასი დოლარის გადარიცხვის უფლებას აძლევს. ბანკში ჩარიცხვისას ხდება შემდეგი რამ: ა) ყიდულობს ლარებს აქაური ხარჯების დასაფარავად( ბინა, სასტუმრო, კვება და ა. შ. ), ანუ ამყარებს ლარს, ბ) რიცხავს უცხოეთში(ნებისმიერ ადგილას, რადგან უკვე ქართული ბანკის კლიენტია). ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსაქცია ნეიტრალურია ლართან დაკავშირებით-რაც შემოვიდა, ის გავიდა. სამაგიეროდ ბანკი ხეირობს-უცხოეთში გადარიცხვა ძვირი სიამოვნებაა, პლიუს ანგარიშის გახსნის საკომისიო, ვალუტის გატანის საკომისიო, პლასტიკური ბარათით უზრუნველყოფა და სხვა შემოსავლები. გასაგებია, რომ ბანკების მოგების ნაწილი ბიუჯეტში მიდის და სამუშაო ადგილებსაც ქმნის.


მოკლედ რომ შევაჯამოთ, პრობლემა იქ არ უნდა ვეძებოთ, სადაც არ არის. სადაც არის, ეს მთავრობის მისახედია. ეროვნული ბანკი კი, კვლავ მდუმარე მდგომარეობაშია. ის უნდა ესაუბრებოდეს ხალხს და აძლევდეს მითითებებს კომერციულ ბანკებს და არ უნდა უწყობდეს ხელს ეგზოტიკური ჭორების გავრცელებას და ეგზოტიკურ ქმედებებს ბანკების მხრიდან. ამაში “საქართველოს ბანკის” აქციასაც ვგულისხმობ, რომელიც ყველას მოეწონა, როცა რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშის გახსნისას აწერინებს ქაღალდზე ხელს, რომ საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სინამდვილეში ეს მხოლოდ მორალური აქტია და იგი სამართლებრივად ნულოვანი ეფექტის მქონეა.


ლარს კი არ უდგას მშვიდი დღეები და ასეთი მდგომარეობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მთავარი ფაქტორი ხელისუფლების სწორი ქმედებებია, აგრეთვე უცხოური ვალუტის ის რეზერვები, რომლებიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წყალობით საკმაოდ დაგვიგროვდა“
,  წერს რომან გოცირიძე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up