რუსეთ–უკრაინის ომის გამო ლარსის გამშვები პუნქტი შეიძლება გადაიტვირთოს

რუსეთ–უკრაინის ომის გამო ლარსის გამშვები პუნქტი შეიძლება გადაიტვირთოს

access_time2022-02-25 16:10:52

რუსეთ–უკრაინის ომის ფრონტის შავ ზღვაზე გაფართოების შემთხვევაში, ლარსის გამშვები პუნქტის დატვირთულობა მკვეთრად გაიზრდება. როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს, საზღვაო საკონტეინერო ნაკადების შეჩერების შემდეგ, თუკი აქამდე მივა საქმე, ტვირთები ლარსისკენ აიღებს გეზს. საბოლოოდ კი, როგორც ცაგარეიშვილი ასკვნის, არ არის გამორიცხული, სატვირთო-საავტომობილო გადაზიდვებიც  შეფერხდეს.


,,ტვირთები, რომელიც უკრაინაში ბორნით მიდიოდა, გარკვეულწილად გადაინაცვლებს ლარსის მიმართულებით. დღესდღეობით არ გვაქვს პრობლემა რუსეთთან, მაგრამ პოლიტიკური ვითარება შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ ლარსის საზღვარიც დაიკეტოს და ამანაც დაამუხრუჭოს ტვირთების მოძრაობა. ამდენად, ომი ირიბად საქართველოზე ძალიან მძიმედ იმოქმედებს. ციფრებში ამის წინასწარ ვარაუდი ძალიან რთულია, როცა არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს კონფლიქტი. საბორნე მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან სასურსათო საკითხების მოგვარებაში დიდ დახმარებას გვიწევდა და საფრთხე ამ მიმართულებითაც შეიძლება გაჩნდეს“, - ამბობს ცაგარეიშვილი ,,კომერსანტთან“.


მან ასევე აღნიშნა, რომ ნებართვების არქონის გამო ისედაც პრობლემაა ლარსის გამშვებ პუნქტზე და ამან შეიძლება უფრო მეტად გაართულოს მდგომარეობა.



,,პორტებზე ტვირთების გაჩერების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაინაცვლებენ  ლარსის მიმართულებით. ცხადია, ეს ყველაფერი ვარაუდია. თუმცა საზღვო გადაზიდვების ბლოკირება თუ მოხდა, საბორნე ტვირთის ნაწილმა შეიძლება ლარსზე გადმოინაცვლოს. ეს ის ტვირთია, რომელიც საქართველოდან რუსეთში ან უკრაინაში ლარსის გავლითაც მიდიოდა. ისედაც გვიჭირს ნებართვების არქონის გამო და ეს ნაკადები დამატებით ლარსს დააწვება, რასაც ვერც ფიზიკურად გაუძლებს. ამასთან, ნებართვების რაოდენობა მცირეა და ახალი ნაკადებიც რომ დაემატოს, უფრო დეფიციტური გახდება“, - დასძენს პაატა ცაგარეიშვილი.

 

მისივე ინფორმაციით,  არსებული გაანგარიშებით,  ზემო ლარსის გამტარუნარიანობა შეადგენს წელიწადში 1.0 - 1.2 მლნ ტონას, ფაქტობრივად კი ატარებს 3,5 – 4,0 მლნ ტონას, რაც წარმოადგენს ტვირთნაკადის მაქსიმალურ (პიკურ) მოცულობას. 

 

ცაგარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ  საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვას არ აქვს ზრდადი დინამიკა, რაც დასტურდება ბოლო წლებში საქართველო-რუსეთს შორის გაცვლილი საავტომობილო ნებართვების რაოდენობით; ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში არ იზრდება და სტაბილურად 35 000 ერთეულ ნებართვას შეადგენს.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up