შემოსავლები გაიაფებულია, ვფიქრობ, რომ რაღაცა საშუალებები ბანკებსაც აქვთ, რომ დაწიონ - ლაშა პაპაშვილი სესხების საპროცენტო განაკვეთზე

შემოსავლები გაიაფებულია, ვფიქრობ, რომ რაღაცა საშუალებები ბანკებსაც აქვთ, რომ დაწიონ - ლაშა პაპაშვილი სესხების საპროცენტო განაკვეთზე

access_time2022-10-26 13:00:55

ბიზნესი კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და კრედიტების გაიაფებას ელის. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საქართველოში კრედიტები ძვირია როგორც ლარში, ასევე დოლარში.


თუ რის ხარჯზე უნდა მოხდეს კრედიტების გაიაფება ბიზნესმენმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ სამიზნე დარგების სუბსიდირება უნდა მოახდინოს.


„შესაძლოა პირდაპირი სუბსიდია იყოს იმ დარგების, რომელიც სახელმწიფოს აინტერესებს. როგორც გააკეთა სოფლის მეურნეობის სექტორში“, განაცხადა პაპაშვილმა და კითხვაზე ემხრობა თუ არა სუბსიდიას, დადებითი პასუხი გასცა.



„რა პრობლემაა? კი სუბსიდიის მომხრე ვარ. მიზნობრივია ყველაფერი, რა სჭირდება ქვეყანას“, -აღნიშნა პაპაშვილმა.


ბიზნესმენი ამბობს, რომ იმისათვის, რომ ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, ამაზე თავად სებ-მა კომერციულ ბანკებთან ერთად უნდა იმსჯელოს.



„ჩვენ ვერ ჩავერევით ამ საქმეში, კერძო სტრუქტურები არიან. შემოსავლები გაიაფებულია, ვფიქრობ, რომ რაღაცა საშუალებები ბანკებსაც აქვთ, რომ დაწიონ, იმიტომ რომ მათი შემოსავლები იცით რა ნაკადებიც მოდის ჩვენს ქვეყანაში. ეს არამარტო რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ფულია, ასევეა აზიის ქვეყნების, იგივე ინდური, არაბული ფულიც შემოდის. თუ იაფია ბანკებმა არ უნდა გააძვირონ.


მსოფლიოს აქვს ინფლაციის მაღალი დონე. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და საბედნიეროდ ინფლაცია ისე არ მოქმედებს იმიტომ, რომ თუ ეკონომიკას განვავითარებთ ახლა, უნდა ვისარგებლოთ მომენტით. სხვადასხვა ბერკეტი არსებობს ამასთან მუშაობის. ჩვენ ჩვენი უნდა გადავწყვიტოთ. მე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დავწევდი და პროცენტს გავაიაფებდი. ამით კი მუხტს მივცემდი ბიზნესის კეთებას. მცირე იქნება თუ დიდი უნდა შევქმნათ პროდუქტი. ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის გადარჩენა ამ წუთას. ვინც გაზრდის ეკონომიკას, ის წამოიღებს ბიზნესს მსოფლიოდან“, - აღნიშნა პაპაშვილმა.


მისი თქმით, უნდა მოხდეს მიწის ზონირება, რადგანაც თუ დღეს სასოფლოს სამეურნეო მიწას ფლობ და ფულს გადაიხდი მარტივად გადაიყვან ურბანულ განვითარებაში. ბიზნესმენი ამბობს, ეს არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისი კანონი არსებობს და ცენტრალური ხელისუფლება უნდა მიეხმაროს რეგიონებს და უთხრან, რომ დაზონონ თავიანთი რაიონები.


„ბოლო 20 წელია ვიძახი, რომ ზონირება უნდა ქვეყანას. იმდენი შემოსული ტურისტია, ინდუსტრიის ზოგიერთმა მიმართულებამ ძალიან დიდი ფული იშოვა, შემოსავალი ნახა და ეს ადამიანები ჩადებენ ისევ ამ ფულს უძრავ ქონებაში. ჩვენს ულამაზეს ქვეყანას, რომ გავუფრთხილდეთ არ არის ზონდირებული მიწა, ანუ სად შეიძლება ურბანული განვითარება, თორემ გაანადგურებენ. ეს უმკაცრესად უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ, თორემ როგორც თბილისს დაემართა იგივე დაემართება რეგიონებს.


მე ყვარელში მაქვს ბევრი ბიზნესი. ამიტომ ყვარლის გამგეობას უნდა ჰქონდეს საშუალება დაზოგოს თავისი ტერიტორია. და თქვას რომ მე აქ ვენახი მაქვს და არავითარი შენობა აქ არ დაიდგმება. თორემ ისეთი მიქსი იწყება, ახლა უკიდურეს ზონაში ვთქვათ ქინძმარაულში ვიღაცა სახლს აშენებს, ვიღაცა ბეტონის ქარხანას ჩადგამს, ვიღაცა აუზს ჩადგამს. ეს დომხალი ვერ გაჩერდება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up